Geo Eng  
დავიცვათ საქართველოს სისუფთავე
დაასუფთავე საქართველო
 
მთავარი             კონსორციუმი             პროექტი              GIS რუკა               დოკუმენტები               პარტნიორები
 
Greens Movement of Georgia/Friends of the Earth-Georgi *** Keep Georgia Tidy *** Clean Up Georgia

კონსორციუმი
განმხორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციები
 
 

 

„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო“

"საქართველოს მწვანეთა მოძრაობა" ერთერთი პირველი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც დაფუძნდა საქართველოში. ის შეიქმნა 1989 წელს და დღემდე წამყვან პოზიციებს იკავებს არასამთავრობო სექტორში.
ორგანიზაცია, მდგრადი განვითარების პრინციპებიდან გამომდინარე მიზნად ისახავს სოციალურად მდგრადი საზოგადოების შექმნას, ჰუმანიტარული და ეთნოკულტურული მემკვიდრეობის დაცვას, ბრძოლას ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის, ეკოლოგიური ცოდნის პროპაგანდას და ცნობიერების ამაღლებას საზოგადოების ფართო მასებში.
1993 წლიდან საქართველოს მწვანეთა მოძრაობა არის საერთაშორისო ორგანიზაციის "დედამიწის მეგობრები"-ს, სრულუფლებიანი წევრი და წარმოადგენს "დედამიწის მეგობრებს" (FOE) საქართველოში.
ორგანიზაცია "საქართველოს მწვანეთა მოძრაობის" ძირითადი ბირთვი დაკომპლექტებულია პროფესიონალებით და გააჩნია გუნდური მუშაობის მრავალწლიანი საუკეთესო გამოცდილება, რაზეც ნათლად მეტყველებს ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტების რაოდენობა და ხარისხი. ორგანიზაციას ასევე ჰყავს თავისი წარმომადგენლობა საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში. შექმნილი აქვს ექსპერტთა საბჭო (ეკოლოგიური ასოციაცია), რომელიც მეცნიერულ საფუძვლებზე დაყრდნობით ხელმძღვანელობს ორგანიზაციის ეკოლოგიურ საქმიანობას.
საქართველოს მწვანეთა მოძრაობა წარმატებით მუშაობს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ პარტნიორებთან ერთად და გააჩნია ქვეყნის სხავადასხვა ტერიტორიაზე გარემოსდაცვითი, სოციალური და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მრავალწლიანი გამოცდილება.

საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი "ორქისი"

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ დაარსდა 1997 წელს რომლის მისიას წარმოადგენს ბუნების კვლევა და აქტიური წვლილის შეტანა გარემოს დაცვის ღონისძიებების შემუშავებასა და განხორციელებაში საქართველოს მოსახლეობისათვის უკეთესი, უსაფრთხო და სუფთა გარემოს შექმნის მიზნით. კავშირის მართვის უმაღლესი ორგანოა წევრთა საერთო კრება, რომელიც წარმართავს კავშირის საქმიანობას. ორგანიზაციას ჰყავს გამგეობა და თავმჯდომარე.

სბმკ „ორქისი“-ს მიზნები და ამოცანებია ეკოსისტემების შესწავლა და მათი ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება; ფლორისა და ფაუნის მონიტორინგი და საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი რესურსების განსაზღვრა მათი კონსერვაციისა და მდგრადი გამოყენების უზრუნველსაყოფად; ლანდშაფტების, აგრეთვე, ენდემური, იშვიათი და გადაშენების პირას მისული სახეობების, სასოფლო-სამეურნეო, ეკონომიკური და სამკურნალო მცენარეების მეცნიერული შესწავლა და მათი დაცვისათვის აუცილებელი სამუშაოების ჩატარება; აქტიური წვლილის შეტანა გარემოს დაცვის ღონისძიებების შემუშავებასა და განხორციელებაში საქართველოს მოსახლეობისათვის უკეთესი, უსაფრთხო და სუფთა გარემოს შექმნის მიზნით; დაინტერესებულ პირთა შორის ინფორმაციის გავრცელება სხვადასხვა საინფორმაციო ორგანოს საშუალებით; აგრეთვე, გარემოს დაცვის აქტუალურ საკითხებზე საზოგადოების ცოდნის გაღრმავება და შესაძლებლობების გაძლიერება ისეთი სისტემატური ღონისძიებების საშუალებით, როგორიცაა მოხსენებები, ლექციები, კონფერენციები, პროექტებზე მომუშავე ჯგუფების აქტივობა, პუბლიკაციები საქართველოს და უცხოეთის სამეცნიერო ჟურნალებსა და გამოცემებში, გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მომზადებაში მონაწილეობის მიღება; აქტიური თანამშრომლობა როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის ბუნების დაცვის ორგანიზაციებთან, სამსახურებთან, სამეცნიერო დაწესებულებებთან და აგრეთვე, მსგავსი ინტერესების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საზოგადეობებთან და კერძო პირებთან.

ორგანიზაციის მიერ განხორციელებული საქმიანობები მოიცავს: სამეცნიერო კვლევევბს ბიომრავალფეროვნებაზე კლიმატის ცვლილების გავლენაზე და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე; ეკოსისტემების ბიომრავალფეროვნების დაცვას, ტყეების ეკოსისტემების დეგრადაციის უარყოფითი ასპექტების შესწავლას და მისი დაცვის საკითხებს; გარემოზე ზემოქმედების შეფასების, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებისა და გარემოსდაცვითი ინტეგრირებული მართვის გეგმებისათვის საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობას, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების გარემოსდაცვით და სოციალურ პოლიტიკასა და სახელმძღვანელო პრინციბებს; საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების გარემოს დაცვისა და სოციალური პოლიტიკის დოკუმენტების, ქვეყნისა და დარგობრივი სტრატეგიების შემუშავებაში აქტიური მონაწილეობის მიღებას; მაღალი ეკოლოგიური რისკის პროექტების მონიტორინგს; დაცული ტერიტორიების მართვის გეგმების, გარემოსდაცვითი სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში აქტიურ მონაწილეობას; საქართველოს ჰაბიტატების კლასიფიკაციის მომზადებას Natura 2000-ს სახელმძღვანელო დოკუმენტის შესაბამისად; საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად და ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობას; გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვისა და კონსერვაციის ხელშეწყობის მიზნით, და სხვა.


"ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა"

ორგანიზაცია „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ შეიქმნა სხვადასხვა სფეროში მომუშავე მეცნიერთა, პროფესიონალთა, გარემოს დაცვის აქტივისტთა და მოხალისეთა გაერთიანების ბაზაზე, რომელიც 2008/2009 წლებიდან მოყოლებული აქტიურად იყო ჩართული გარემოსდაცვით საქმიანობაში. მათი საქმიანობა საწყის ეტაპზე ძირითადად დაკავშირებული იყო საშიში ქიმიური ნივთიერებების გარემოში არასანქციონირებული გავრცელების თავიდან აცილებასა და ქმედითი საპასუხო ზომების შემუშავება–რეალიზაციასთან, მთლიანად საქართველოში ექსტრემალურად დაბინძურებული ტერიტორიების ("ცხელი წერტილების") იდენტიფიკაციასთან.
2014 წლის 6 ივნისს ორგანიზაცია დარეგისტრირდა როგორც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი "ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა".
2014 წლის ივნისში გაფორმდა მემორნდუმი არასამთავრობო ორგანიზაციებთან "საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი "ორქისი" და "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო", პროექტში "დავასუფთაოთ საქართველო.
დაწვრილებით

"ეკოხედვა" მდგრადი განვითარების კავშირი, (2010-2014)

“ეკოხედვა” – მდგრადი განვითარების კავშირი დაარსდა 2001 წელს შემდეგი მიზნით: მდგრადი განვითარების კონცეფციების დანერგვა, განახლებადი და სუფთა ენერგიის, როგორც ენერგიის ალტერნატიული წყაროს პოპულარიზაცია, საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესების უზრუნველყოფა, სხვადასხვა დაცული ტერიტორიის შექმნაში მონაწილეობა, რაც მოიცავს ისტორიულ მემკვიდრეობას, ბიომრავალფეროვნებისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას. კავშირის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება. კავშირის მისიაა გრძელვადიანი ხედვისა და მენტალიტეტის ჩამოყალიბების ხელშეწყობა, ბუნებრივი რესურსების ეფექტური გამოყენების პოლიტიკის დანერგვა და ამით ადამიანის უარყოფითი ზემოქმედების შემცირება ბუნებაზე. “ეკოხედვა” ახორციელებს გადაწყვეტაზე დაფუძნებულ პროგრამებს სინერგიული მიდგომის გამოყენებით – ანუ ადგილობრივი პრობლემების, როგორც გლობალური სურათის ნაწილის, მსოფლიო ეკოსისტემის შემადგენელი კომპონენტის, განხილვა. კავშირის გეზი გულისხმობს პრობლემებზე პასუხის გაცემას საზოგადოების მონაწილეობის მეშვეობით, ადგილობრივი მოსახლეობის წახალისებით, რომ ისინი აქტიურად ჩაერთონ პრობლემის გადაწყვეტაში. ადგილობრივი ადამიანური რესრუსების გამოყენება მათი პოფესიული და პრაქტიკული შესაძლებლობის გათვალისწინებით აძლიერებს ძალისხმევასა და ეკოლოგიური გამოწვევების, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია და გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლა, წარმატებით მიღების შესაძლებლობას. “ეკოხედვა” უზრუნველყოფს ამ საკითხების გადაჭრას საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების შესაბამისად.





 
 







 




Client Account

Sign-In
Sing Up